აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღმასრულებელი დირექტორისთვის დაწესებული სანქციები გააუქმა
20/05/2021 06:10:34 მსოფლიო
აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის აღმასრულებელი დირექტორის მათიას ვარნინგისთვის დაწესებული სანქციები გააუქმა.
BBC წერს, რომ მათიას ვარნინგი, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ყოფილი დაზვერვის ოფიცერია, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოკავშირედ მიიჩნევა.
ბაიდენის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტისთვის სანქციების გაუქმება, რომლის საშუალებითაც, რუსული გაზი ბალტიის ზღვის გავლით დასავლეთ ევროპისთვის გახდება ხელმისაწვდომი.


