ზელენსკიმ თურქეთში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა
19/05/2021 19:44:44 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში უკრაინის ელჩი ანდრეი სიბიგა თანამდებობიდან გაათავისუფლა,– იუწყება უკრაინული მედია პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით.
ანდრეი სიბიგა თურქეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2016 წლის აგვისტოდან იკავებდა. მანამდე კი, ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის დეპარტამენტს.


