ექიმები ბათუმიდან" - ფილმის საპრემიერო ჩვენება გაიმართა
19/05/2021 17:14:55 საზოგადოება, რეკლამა
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში დოკუმენტური ფილმის "ექიმები ბათუმიდან" ჩვენება გაიმართა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ფილმის პრემიერას ცენტრალური და ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფილმის გადაღება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, სამ ცნობილ, დამსახურებულ ბათუმელ ექიმზე: პლატონ გიგინეიშვილზე, გრიგოლ ვოლსკიზე და ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისზე.
ფილმის რეჟისორი ირაკლი კიკვაძე გახლავთ.
ფილმი აგებულია ისტორიულ მოვლენებზე. ნამდვილ ფაქტებზე დაყრდნობით, ძველი დროის გაცოცხლებით ფილმი გადმოგვცემს უკვე კარგა ხნის მივიწყებულ ამბებს. ის დოკუმენტურ-ანალიტიკური ხასიათისაა და საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივი ფენისთვის საინტერესო. პანდემიამ კიდევ უფრო ნათელი გახადა, რაოდენ მნიშვნელოვანია პროფესიონალი ექიმების საქმიანობის შეფასება/დაფასება, მათი დამსახურების აღიარება.


