პარიზში პოლიციელები საპროტესტოდ ქუჩაში გავიდნენ, აქციას შს მინისტრიც შეუერთდა
19/05/2021 17:08:42 მსოფლიო
პარიზში, ეროვნული ასამბლეის წინ პოლიციელებ აქციას მართავენ მოთხოვნით, მკაცრად დაისაჯონ სამართალდამცველებზე მოძალადეები. დემონსტრაცია პოლიციელის მკვლელობიდან ორი კვირის თავზე მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური ფიგურები, მათ შორის, შს მინისტრი ჟერალდ დარმანენი.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, პოლიციის პროფესიული კავშირის მოწოდების შემდეგ 35 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა აქციაზე, თუმცა ჯერჯერობით, მათ მოთხოვნებზე კონკრეტული პასუხი ცნობილი არ არის.
აქციის მონაწილე ერთ–ერთმა პოლიციელმა განაცხადა, რომ სამსახურში წასვლისას, არასდროს იცის, შინ დაბრუნდება თუ არა. მან შს მინისტრს მიმართა, "უნდა დაგვეხმაროთ".
"ყოველ საღამოს, დაძინებამდე, თქვენზე ვფიქრობ", – უპასუხა მინისტრმა.


