Accentnews.ge
20 მაისს თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 14 საათით შეუწყდება

20 მაისს თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 14 საათით შეუწყდება

19/05/2021 15:36:02 საზოგადოება

20 მაისს თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 14 საათით შეუწყდება. აღნიშნულს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ბაგების სატუმბო სადგურზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოების ჩატარებით ხსნის.

კომპანიის ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.

20 მაისს საღამოს 22:00 საათიდან 21 მაისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონში – ჭავჭავაძის გამზირის N82,83,84, ბაგების დასახლებას, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის მე-5 კორპუსს, უნივერსიტეტის, ქავთარაძის, ფხაკაძის, ნაფეტვრების გზის, ბათიაშვილის, იმედაძის, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილის ქუჩებს; კაკლების დასახლებას და ქუჩას, ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბელის, ნუშის ბაღების ქუჩებს; დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას, კვესეთს, ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს და კოჯორს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S