კიმ ჩენ ინი ქვეყანაში ახალ აკრძალვებს აწესებს
19/05/2021 11:54:26 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყანაში ტანზე მომდგარი და დახეული ჯინსების ტარებას კრძალავს.
ამასთან, ის ექსტრავაგანტულ ვარცხნილობებსა და პირსინგებს ქვეყანაში "კაპიტალისტური ცხოვრების სტილის შეჭრად" მიიჩნევს და აკრძალვას ექვემდებარებიან.
ისინი, ვინც არ დაემორჩილებიან დახეული ჯინსების, ექსტრავაგანტული ვარცხნილობებისა და პირსინგების შეზღუდვებს, გარკვეული ვადით შრომით ბანაკებში გაიგზავნებიან.


