Accentnews.ge
კრიტიკის შემდეგ ჯაღმაიძემ დააზუსტა, რას გულისხმობდა რეგიონში „არასახარბიელო ეთნიკურ ბალანსში“

კრიტიკის შემდეგ ჯაღმაიძემ დააზუსტა, რას გულისხმობდა რეგიონში „არასახარბიელო ეთნიკურ ბალანსში“

19/05/2021 11:01:54 საზოგადოება

მძაფრი კრიტიკის შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დმანისში განვიტარებული მოვლენების კონტექსტში გაკეთებული განცხადება დააზუსტა. კერძოდ, ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ფრაზაში – "არასახარბიელო ეთნიკური ბალანსი რეგიონში" "ფაქიზი და მოსაფრთხილებელი ურთიერთობები" იგულისხმა.

"როგორც კი ამის შესახებ მიმითითეს და გარკვეული ანალიზის მერე ჩავთვალე, რომ სჭირდებოდა დაზუსტება ამას, რომ ვინმესთვის გულის ტკივილი არ მიეყენებინა, რა თქმა უნდა, დავაზუსტე სწორედ იმიტომ, რომ პატივისცემა გამაჩნია ამ ადამიანებისადმი და არ მინდა არავის გული დავწყვიტო. დავაზუსტე და ვთქვი, რომ ეს გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ფაქიზია იქ ეს ურთიერთობები და მოსაფრთხილებელია განსაკუთრებით, რომ ვინმემ არ ისარგებლოს და იოლად არ შეიტანონ უსიამოვნება", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

18 მაისს ანდრია ჯაღმაიძე facebook-ზე წერდა: "[...]იქ მცხოვრები ქართველების "ეკოემიგრანტებად მოხსენიება" არის მიზანმიმართული შეურაცხყოფა ამ ადამიანებისა, უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოებრივი დანაშაულია, რომელიც ემსახურება ყოფითი ინციდენტის მაშტაბის გაზრდას, მის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობას და ისედაც არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას, სწორედ ეს უსამართლობა იყო მოსახლეობის მხრიდან ჟურნალისტებისადმი გამოვლენილი აგრესიის საფუძველიც".

​დეკანოზის მიერ 18 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოითქა საქართველოს აზერბაიჯანულ თემში, შეშფოთება გამოხატა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა.

TDI-ის მიაჩნია, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების “არასახარბიელო” ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფად მოხსენიება შეურაცხმყოფელია, აძლიერებს ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობას, ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას და კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას.

დმანისში ინციდენტი 16 მაისს მოხდა, ხოლო 17 მაისს დაპირისპირებამ ფართო მასშტაბი მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S