Accentnews.ge
BBC – ​ ისრაელი სამხედრო ოპერაციას სრული სიმძლავრით აგრძელებს, ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ არის

BBC – ​ ისრაელი სამხედრო ოპერაციას სრული სიმძლავრით აგრძელებს, ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ არის

19/05/2021 09:43:44 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის წყაროებმა ცივი წყალი გადაასხეს მოსალოდნელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცნობებს, – იუწყება BBC.

”ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) სამხედრო ოპერაციას სრული სიმძლავრით აგრძელებენ. ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ჯერ–ჯერობით არ არის”, - განუცხადა ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას.

მე–10 დღეა, ისრაელ–ღაზას შორის იერიშები გრძელდება. ორივე მხარეს ყოველ დღე იზრდება მსხვერპლთა რაოდენობა.

ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 219 ადამიანი, მათ შორის 63 ბავშვი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 12 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

გაერო–ს ცნობით, 72 000 პალესტინელი დევნილად იქცა.

პარალელურად, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს. შესაბამის პროცესში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე. ამასთან, აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმომადგენელი გაგზავნა. თუმცა ჯერ–ჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა.

როგორც გუშინ ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, სამხედრო ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.

ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S