შიში და გლოვა – ისრაელ–ღაზას იერიშებს ბოლო არ უჩანს (ფოტო)
19/05/2021 08:39:54 მსოფლიო
მე–10 დღეა, ისრაელ–ღაზას შორის იერიშები გრძელდება. ორივე მხარეს ყოველ დღე იზრდება მსხვერპლთა რაოდენობა.
ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 219 ადამიანი, მათ შორის 63 ბავშვი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 12 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.
გაერო–ს ცნობით, 72 000 პალესტინელი დევნილად იქცა.
პარალელურად, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს. შესაბამის პროცესში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე. ამასთან, აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმომადგენელი გაგზავნა. თუმცა ჯერ–ჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა.
როგორც გუშინ ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, სამხედრო ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კონფლიქტი ფოტოებში

ფოტო: Reuters. ღაზა, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამა და მისი 6 წლის ქალიშვილი.
"ბავშვი და მამა რამდენიმე საათის განმავლობაში ცალ–ცალკე იმყოფებოდნენ ნანგრევებში. მაშველებმა მათი გადარჩენა შეძლეს", – იუწყება Reuters.
"მაპატიე შვილო, შენ დახმარებისთვის მიხმობდი და მე ვერ შევძელი მოსვლა", – მიმართა შვილს მამამ საავადმყოფოში.

ფოტო: BBC, ღაზა. პალესტინელების ოჯახი საავადმყოფოში, როცა მათი ოჯახის 2 წევრის დაღუპვის შესახებ შეიტყვეს.

ფოტო: BBC, ღაზა, მამა, რომელიც დაღუპულ 12 წლის ქალიშვილს გლოვობს.
ფოტო: AFP, ღაზა, დედა, რომლის 11 წლის ვაჟი ისრაელის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.
ფოტო: AP, დასავლეთ სანაპირო, დედა დაღუპულ ვაჟს გლოვობს

ფოტო: AFP, ღაზა, საცხოვრებელი სახლიდან ევაკუაცია
ფოტო: AFP, თელ–ავივი, ხალხი ღაზადან ნასროლ რაკეტას თავს ხიდის ქვეშ აფარებს.

ფოტო: Reuters, ისრაელი, ქალაქი აშკელონი, ბავშვი ღაზადან სარაკეტო იერიშის დროს თავშესაფარში.
ფოტო: AFP, ისრაელი, 21 წლის ებრაელი ჯარისკაცის დაკრძალვის ცერემონია.

ფოტო: AFP, ისრაელი, თელ–ავივი, ღაზადან სარაკეტო იერიშის დროს ოჯახი თავშესაფარში

ფოტო: AFP, ისრაელი, ქალაქი აშკელონი, ხალხი გამაფრთხილებელი სირენის ხმაზე უსაფრთხო ადგილს ქუჩაში ეძებს.
ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


