Accentnews.ge
როდიდან დაიწყება "სინოვაკით" ვაქცინაცია

როდიდან დაიწყება "სინოვაკით" ვაქცინაცია

19/05/2021 09:10:11 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სინოვაკზე" რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ხოლო ვაქცინაცია – 24 მაისს.

როგორც გამყრელიძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, "სინოვაკით" აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ.

"საბჭოს გადაწყვეტილებით, პარასკევს გამოცხადდება მისი რეგისტრაციის პროცესი, ხოლო თვითონ ადმინისტრირება ვაქცინის უკვე ორშაბათიდან საქართველოს მასშტაბით. ეს განსაზღვრულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის.

ამ ვაქცინის ეფექტურობა ინდონეზიის კვლევებით ადის 90%-მდე. ჯანმო-ს არ დაველოდებით, რადგან უკვე პირველი ჩინური ვაქცინა, პირველი დოზები თითქმის ამოწურულია. მოთხოვნილება დიდია საკმაოდ ქვეყანაში, უკვე იზრდება ვაქცინაციის მიმართ და არ არის სასურველი, რომ შევაჩეროთ ახლა", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: "სინოვაკის" ვაქცინას ამ დროისთვის ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S