რუსეთში წმინდა ისააკის ტაძარს მეხი დაეცა
19/05/2021 08:02:04 მსოფლიო
სანკტ-პეტერბურგში გუშინ ძლიერი ჭექა-ქუხილი და ქარიშხალი იყო. მეხი დაეცა სატელევიზიო ანძას, "ლახტა ცენტრს" და წმინდა ისააკის ტაძრის ჯვარს.
ქარიშხალმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, ხეები.
არსებული ინფორმაციით, სტიქიის შემდეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მოზარდია.


