კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და ოთხ რეგიონში გამოვლინდა
19/05/2021 07:03:34 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 1 160 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქზე მოდის. კერძოდ, ინფიცირების შემთხვევები შემდგნაირად ნაწილდება:
- თბილისში გამოვლენილია 588 შემთხვევა,
- აჭარა – 86,
- იმერეთი – 113,
- ქვემო ქართლი – 80,
- შიდა ქართლი – 53,
- გურია – 31,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 110,
- კახეთი -51,
- მცხეთა-მთიანეთი – 21,
- სამცხე-ჯავახეთი – 22,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ხუთი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 405, საიდანაც:
- 4 243 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 918 პირი,
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი,
- 669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში;
- 10 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი.


