ონისე წულაია პირველი ქართველია, რომელმაც "ნიუ-იორკის უნივერსიტეტის" სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრული გრანტი მოიპოვა
19/05/2021 06:51:07 საზოგადოება
თსუ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული ონისე წულაია პირველი ქართველია, რომელმაც "ნიუ-იორკის უნივერსიტეტის" სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრული გრანტი მოიპოვა და აშშ-ში კორპორაციული სამართლის მიმართულებით გააგრძელებს სწავლას. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
ონისე წულაია დღეს ქართულ-ამერიკულ იურიდიულ კომპანია Sunbreath Corp. Legal Service-ში უფროს იურისტად მუშაობს.


