Accentnews.ge
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის "ნელი ტემპის" გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის "ნელი ტემპის" გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს

19/05/2021 06:01:57 მსოფლიო

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი მაქსიმ სტეფანოვი ქვეყანაში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის "ნელი ტემპის" გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა, რომელიც სტეფანოვის გათავისუფლების ინიციატორი იყო, განუცხადა პარლამენტს, რომ მინისტრის გათავისუფლების მიზეზი ვაქცინაციის „არადამაკმაყოფილებელ ტემპში და ვაქცინების შესყიდვების წარუმატებლობაა".

უკრაინა ევროპის იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელსაც პანდემია ყველაზე მეტად შეეხო. პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კოვიდ–ინფიცირების 2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 48 469 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, მხოლოდ 948 330 უკრაინელია პირველი დოზით აცრილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S