
დონალდ ტრამპის ერთ-ერთი კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
19/05/2021 05:57:24 მსოფლიო
ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანიის "Trump Organization" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაციას "Trump Organization"-ს, რომ კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მანჰეტენის პროკურატურასთან აქტიურად ვაწარმოებთ საგამოძიებო სამუშაოებს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დონალდ ტრამპის კომპანიაში კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ. მანამდე, აშშ-ის ექსრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურადაა მოტივირებული.
"Trump Organization"-ს საგადასახადო და სადაზღვევო თაღლითობებს ედავებიან.