აშშ ერდოღანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს "წამქეზებლური მიმართვებისგან"
19/05/2021 04:26:22 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ისრაელთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს მკაცრად გმობს და მოუწოდებს თავი შეიკავოს "წამქეზებლური მიმართვებისგან".
„მოვუწოდებთ პრეზიდენტ ერდოღანს და თურქეთის სხვა ლიდერებს, თავი შეიკავონ წამქეზებლური სიტყვებისგან, რამაც შეიძლება შემდგომი ძალადობა გამოიწვიოს. ანტისემიტური ენის ადგილი არსად არ არის”, - აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
ერდოღანმა ისრაელი ღაზას წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო იერიშის გამო გააკრიტიკა, მას „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა და განაცხადა, რომ „ეს მათ ბუნებაში დევს".


