Accentnews.ge
„მაშინ, როცა ამერიკული საბრძოლო მასალები უდანაშაულო პალესტინელებს თავზე წვიმს, აშშ ისრაელს კიდევ 735 მლნ დოლარს აძლევს მაღალი სიზუსტის რაკეტებისთვის"

„მაშინ, როცა ამერიკული საბრძოლო მასალები უდანაშაულო პალესტინელებს თავზე წვიმს, აშშ ისრაელს კიდევ 735 მლნ დოლარს აძლევს მაღალი სიზუსტის რაკეტებისთვის"

18/05/2021 10:20:17 მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი აშშ-ის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომელიც ისრაელისთვის შეიარაღების მიყიდვას ითვალისწინებს.

„მაშინ, როცა ამერიკული საბრძოლო მასალები უდანაშაულო პალესტინელებს თავზე წვიმს, აშშ ისრაელს კიდევ 735 მლნ დოლარს აძლევს მაღალი სიზუსტის რაკეტებისთვის, რომ მეტი ბავშვი მოკლას უფრო მეტი სიზუსტით", – აცხადებს ზარიფი.

აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელისთვის 735 მლნ დოლარის ღირებულების მაღალი სიზუსტის იარაღის მიყიდვას მხარი დაუჭირა, – იუწყება The Washington Post.

"კონგრესს იარაღის მიყიდვის შეთავაზების თაობაზე ოფიციალურად 5 მაისს ეცნობა, ანუ ისარელ–ღაზას მიმდინარე სარაკეტო იერიშის დაწყებამდე დაახლოებით, ერთი კვირით ადრე. ბაიდენის ზოგიერთი თანამოაზრე დემოკრატი იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს", – წერს გამოცემა.

ცნობისთვის: 9 მაისის შემდეგ ისრაელსა და ღაზას შორის სარაკეტო იერიში თითქმის უწყვეტად გრძელდება. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ იუწყება. მათ შორის ათობით ბავშვია.

9 დღეში კონფლიქტს 222 ადამიანი, მათ შორის 63 ბავშვი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 212 ადამიანი, მათ შორის 61 ბავშვი და 36 ქალი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 10 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

პარალელურად, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს. შესაბამის პროცესში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე. ამასთან, აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმომადგენელი გაგზავნა. თუმცა ჯერ–ჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა.

13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.

მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S