ინდოეთში ამჯერად ძლიერ ქარიშხალს ებრძვიან
18/05/2021 09:25:35 მსოფლიო
კორონავირუსის გარდა ინდოეთს ქარიშხალი დაატყდა თავს.
მედიის 16 გარდაცვლილის შესახებ წერს, 120 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
შტორმმა "ტაუკ-ტაე" განსაკუთრებით კარნატაკას რეგიონი დააზარალა: მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები – დანგრეულია ათობით სახლი, ათასობით ოჯახს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
გარდა ამისა, ინდოეთში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უმძიმესი ვითარებაა.


