ჩერნობილში რადიოაქტიური ნარჩენების წვა შენიშნეს, მეცნიერები კიდევ ერთ აფეთქებას არ გამორიცხავენ
18/05/2021 07:48:31 მსოფლიო
ჩერნობილში რადიოაქტიური ნარჩენების წვა შენიშნეს, მეცნიერები კიდევ ერთ აფეთქებას არ გამორიცხავენ, – იუწყება Business Insider.
"ჩერნობილის 1986 წლის კატასტროფის მკვლევარებმა მიწისქვეშა ოთახში ნეიტრონების რიცხვის სტაბილური ზრდა დააფიქსირეს. ნეიტრონების რაოდენობის ზრდამ შესაძლოა, კიდევ ერთი აფეთქება გამოიწვიოს", – აცადებენ მეცნიერები.
მათივე ცნობით, ჩერნობილში შესაძლოა, კიდევე ერთი აფეთქება მოხდეს, თუმცა იგი სავარაუდოდ, არ იქნება იმ სიძლიერის, რასაც 1986 წელს ჰქონდა ადგილი.
რა მოხდა ჩერნობილში 1986 წლის 26 აპრილს
1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. რეაქტორზე მომუშავე და სადგურის სხვა 30-მდე თანამშრომელი აფეთქებისას დაიღუპა ან მიღებული დაზიანებების შედეგად, კატასტროფიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ხანძრის და აფეთქების სხვა შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებმა ათასობით ადამიანმა კი რადიაციაციული დასხივება მიიღო.
ჩერნობილის ატომურ სადგურში ძლიერმა აფეთქებამ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მომწამვლელი ღრუბლების გავრცელება გამოიწვია. აფეთქების შედეგად, უკრაინის, ბელორუსის და რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი რადიაციის გავრცელების არეალში მოექცა. დაახლოებით, 50 000 ადამიანი რადიაციული დასხივებით გამოწვეული, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებების შედეგად გარდაიცვალა.

ჩერნობილის ატომური სადგური კატასტროფის შემდეგ
1970 წელს ჩერნობილი ევროპაში ყველაზე დიდი და მძლავრი ატომური ელექტრო სადგური იყო. 1986 წელს კი იგი მსოფლიოში უდიდესი ბირთვული კატასტროფის ადგილი გახდა. საბჭოთა ხელისუფლება სამი დღის განმავლობაში მალავდა აფეთქების ფაქტს.
შემდეგ იძულებული გახდა 330 000 ადამიანის ევაკუაცია მოეხდინა. 4 300 კვადრატულ კილომეტრზე გაშლილი ტერიტორია 25 წლის განმავლობაში დახურულ ზონად იყო გამოცხადებული. შემდეგ კი უკრაინის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩერნობილი ტურიზმისთვის უკვე უსაფრთხო გახდა. თუმცა დღემდე, 200 ტონა ურანი ისევ რეაქტორის ობიექტზე რჩება.
2016 წელს უკრაინაში ჩერნობილის დაზიანებული მეოთხე რეაქტორი რადიაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად ახალი სარკოფაგით დაფარეს.
გაერო–ს მონაცემებით, 1986 წლის ატომურმა კატასტროფამ 40 00-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა გარემოს დამცველი აქტივისტების ვარაუდით, მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტია და 100 000–ს აღწევს.


