Accentnews.ge
ბაიდენი პუტინს სავარაუდოდ, შვეიცარიაში შეხვდება

ბაიდენი პუტინს სავარაუდოდ, შვეიცარიაში შეხვდება

18/05/2021 07:24:00 მსოფლიო

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის ივნისისთვის დაგეგმილი შეხვედრა სავარაუდოდ, შვეიცარიაში გაიმართება, - იუწყება რუსული "Коммерсантъ" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კრემლში ამ ინფორმაციის კომენტირებისგან თავს იკავებენ.

შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება დიდწილად იქნება დამოკიდებული ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა 19-20 მაისისთვის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ორშაბათს დანიაში ვიზიტი დაასრულა და რეიკიავიკში გაემგზავრა არქტიკული საბჭოს სხდომაში მონაწილეობისათვის, - იუწყება "ამერიკის ხმა". სწორედ ისლანდიის დედაქალაქშია დაგეგმილი ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა, რომელზეც, როგორც ვარაუდობენ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სამიტის დრო და ადგილი უნდა დასახელდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S