Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა

18/05/2021 06:54:57 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გასამმაგდა. კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში დაავადება 1 562 პირს დაუდასტურდა, გუშინ კი – 504 ადამიანს.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურ მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში დაავადებამ 30 პაციენტი იმსხვერპლა, 1 490 პირი გამოჯანმრთელდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893, აჭარა – 102, იმერეთი – 136, ქვემო ქართლი – 98, შიდა ქართლი – 52, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 567, საიდანაც: 4 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 432, აჭარაში – 473, იმერეთში – 549.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში – 445, აჭარაში – 98, იმერეთში -160. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი, მათგან თბილისში – 138, აჭარაში – 7, იმერეთში – 16.

662 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 359 – თბილისში, 267- აჭარაში. 10 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – 9.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 637 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 025 პირი, აჭარაში – 1 462, იმერეთში – 1 790.

  • ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 685 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 443, „პისიარ“ ტესტით – 8 242.
  • კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,26%, ბოლო 14 დღის – 4,85%, ბოლო შვიდი დღის – 3,72%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 332 441 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 312 349 პირი გამოჯანმრთელდა, 4 499 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 93 305 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S