ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ იგი ისრაელ–პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს
18/05/2021 05:35:10 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ იგი ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს.
„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი სარაკეტო თავდასხმებისგან. ბაიდენმა მოუწოდა ისრაელს, რომ ყველა ღონე იხმაროს, რათა უზრუნველყოს უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა. ორმა ლიდერმა „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციებში მიღწეული პროგრესი განიხილა. პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის მიმართ და ამ მიზნის მისაღწევად ეგვიპტესთან და სხვა პარტნიორებთან ერთად აშშ-ის ჩართულობის საკითხიც განიხილა",- აცხადებენ თეთრ სახლში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და ღაზას შორის სარაკეტო იერიში 9 მაისიდან დღემდე თითქმის უწყვეტად გრძელდება.


