ისრაელმა ლიბანის მიმართულებით ცეცხლი გახსნა
18/05/2021 04:58:50 მსოფლიო
ისრაელმა ლიბანის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნა.
ლიბანის უსაფრთხოების ძალების ცნობით, ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე 22 ჭურვი ისროლა.
დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 6 რაკეტა გაუშვეს.
„ამის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების საარტილერიო ძალებმა ჭურვების სროლის წყაროს ცეცხლი გაუხსნა”, - აცხადებს IDF.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და ღაზას შორის სარაკეტო იერიში 9 მაისიდან დღემდე თითქმის უწყვეტად გრძელდება.