Accentnews.ge
ხანძარი პეკინზე: "მე-6 სართულიდან გადმოხტა ქალი და ცოცხალია თუ არა, არ ვიცი"

ხანძარი პეკინზე: "მე-6 სართულიდან გადმოხტა ქალი და ცოცხალია თუ არა, არ ვიცი"

18/05/2021 05:00:02 საზოგადოება

თბილისში, პეკინზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის დროს ერთ–ერთი მოქალაქე შენობის მე–6 სართულიდან გადმოხტა, – იუწყება "რუსთავი 2".

როგორც ტელეარხთან თვითმხილველები ჰყვებიან, მათ დაინახეს ადამიანი, რომელიც ცდილობდა ხანძრიდან თავის დაღწევას და მე-6 სართულიდან გადმოხტა. იგი ჰოსპიტალიზებულია.

"გადმოხტა ქალი და ცოცხალია თუ არა, არ ვიცი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ ვიცი რა იყო, ისე მჭიდროდ ცხოვრობს ხალხი, ალბათ ელექტროგაყვანილობა", - აცხადებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.

პეკინის 41 ნომერში ერთ-ერთი 14-სართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S