თბილისში, პეკინის გამზირზე, საცხოვრებლი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
18/05/2021 04:37:57 სამართალი
თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მათივე ცნობით, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. საცხოვრებლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.


