Accentnews.ge
„რუსთავი 2“ ხალვაშის იქნება იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში. ამის შემდეგ ეს სიტუაცია ერთ დღეში ამოტრიალდება“

„რუსთავი 2“ ხალვაშის იქნება იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში. ამის შემდეგ ეს სიტუაცია ერთ დღეში ამოტრიალდება“

18/07/2019 14:45:51 სხვა, საზოგადოება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის უკვე ყოფილი გენდირექტორის განცხადებით, ქიბარ ხალვაში ტელეარხის „მფლობელი იქნება იმ ვადით, რა ვადითაც მოქმედი ხელისუფლება არის ქვეყნის სათავეში“.

„კონტრაქტზე ვიდავებ და რამდენიმე თვეში იქნება თუ წელიწადში, მოვიგებ 5 მილიონს, რომელსაც ახალ ტელევიზიაში ჩავდებ...რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის იქნება იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში. ამის შემდეგ ეს სიტუაცია ერთ დღეში ამოტრიალდება. ქიბარ ხალვაში სად ამოტრიალდება, ეს მგონი, არ არის რთული საპროგნოზო“, -განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

გვარამია „რუსთავი 2“-ის დირექტორობიდან გადააყენეს და პაატა სალია დანიშნეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S