„გვირეკავენ“ – საპატრიარქოს პრეს–სამსახურის უფროსი დმანისში ჩასვლის მიზეზებს განმარტავს
17/05/2021 17:24:57 საზოგადოება
საპატრიარქოს პრეს–სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ დმანისში ჩასვლის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ ქალაქში ადგილობრივი მრევლის მიმართვის საფუძველზე მივდა.
როგორც ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, საპატრიარქოს აქვს ვალდებულება, გამოიყენოს მისდამი ნდობის რესურსი.
„ჩვენდამი ხდება მომართვიანობა და ალბათ ვალდებულებაც გვაქვს, გამოვიყენოთ ნდობის რესურსი, რაც არსებობს ჩვენდამი. ჩანს ყველაფერი, ვუყურებთ ტელევიზორს, აქ ჩვენი მრევლია, გვირეკავენ.
გამოჩნდა, რომ მოსახლეობას, დაძაბული ვითარების მიუხედავად, აღმოჩნდა მზაობა, იცხოვრონ მშვიდობიანად და ყველას აქვს განცდა, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი უნდა დასრულდეს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ის შეხვედრის შემდეგ მხარეების მიერ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევის ფაქტს მიესალმა:
„ძალიან სასიხარულოა, რომ ყველაფერი გამარტივებისკენ წარიმართა, სიმშვიდისკენ წარიმართა. ადამიანები, რომლებიც ყოფით ნიადაგზე კონფლიქტში ჩაერთნენ, მათ გამოიჩინეს პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი არ გადაზდრილიყო უფრო ფართო მასშტაბში და დეტალების გარკვევის შემდეგ, ამ ადამიანებმა მშვიდობისაკენ გადადგეს ნაბიჯი“.
დმანისის საკრებულოში გამართული შეხვედრა პაპირისპირებული მხარეების მიერ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევით დასრულდა.
იხილეთ ასევე: ამბის ორი მხარე – „ლუდის“ საქმე, თუ კონფლიქტი ღრმა ფესვებით?


