Accentnews.ge
აზერბაიჯანელი დეპუტატი: "საქართველოში ინციდენტი წმინდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზეა მომხდარი და არავითარი ეთნიკური ელფერი არ აქვს"

აზერბაიჯანელი დეპუტატი: "საქართველოში ინციდენტი წმინდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზეა მომხდარი და არავითარი ეთნიკური ელფერი არ აქვს"

17/05/2021 16:02:04 პოლიტიკა

საქართველოში, კერძოდ დმანისში ინციდენტი მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნიადაგზეა მომხდარი და ამ მოვლენებს არავითარი ეროვნებათაშორისი ელფერი არ აქვს, - ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდს" მილი მეჯლისის (აზერბაიჯანის პარლამენტის) დეპუტატმა, საქართველოსთან პარლამენტთაშორისი კავშირების სამუშაო ჯგუფის წევრმა არზუ ნაგიევმა განუცხადა.

"ინციდენტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა, ყოველგვარი ეთნიკური ფაქტორების გარეშე. ისინი, ვინც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო პარტნიორობასა და თანამშრომლობას ეწინააღმდეგებიან, ამ ეპიზოდის ეროვნებათაშორის ინციდენტად წარმოჩენას ცდილობენ, თუმცა ყველა მსგავსი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული. ეს ინციდენტი ადამიანებს შორის წმინდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზეა მომხდარი და მხარეთა შესარიგებლად მუშაობა წარმოებს", - აღნიშნა ნაგიევმა.

დეპუტატის განცხადებით, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს და სამართალდამცველ ორგანოებთან შესაბამის ერთობლივ მუშაობას აწარმოებს.

"საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები თავშეკავებულად უნდა მოეკიდონ ინციდენტს და პროვოკაციებს არ აჰყვნენ" - დასძინა ნაგიევმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S