Accentnews.ge
მედია – ღაზაში დაჭრილი პალესტინელების ნაწილს ეგვიპტეს კლინიკებში მკურნალობენ

მედია – ღაზაში დაჭრილი პალესტინელების ნაწილს ეგვიპტეს კლინიკებში მკურნალობენ

17/05/2021 14:53:54 მსოფლიო

ღაზაში დაჭრილი პალესტინელების ნაწილს ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე კლინიკებში მკურნალობენ, – იუწყება BBC.

მისივე ცნობით, ეგვიპტეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საავადმყოფოები მზად არიან ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაშავებულთა მისაღებად და სამკურნალოდ.

13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.

ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე ავიაიერიშები განაახლა – დაბომბა დაახლოებით 80–მდე სამიზნე, რასაც “ჰამასმა” ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებით უპასუხა. როგორც ისრაელი აცხადებს, დღეს დილიდან მისი მიმართულებით 60 რაკეტა ისროლეს.

ისრაელის ცნობით, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ–ჯერობით – უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში წარმომადგენელი გაგზავნა. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე.

ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S