Accentnews.ge
მერკელი – ნეთანიაჰუს: "ვიმედოვნებ, ძალიან სწრაფად დასრულდება ბრძოლა"

მერკელი – ნეთანიაჰუს: "ვიმედოვნებ, ძალიან სწრაფად დასრულდება ბრძოლა"

17/05/2021 14:31:51 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

"მერკელმა კიდევ ერთხელ დაგმო ღაზას მხრიდან სარაკეტო იერიში და განაცხადა, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. კანცლერმა პრემიერს განუცხადა, რომ იმედოვნებს, ბრძოლა რაც შეიძლება მალე დასრულდება ძალიან სწრაფად დასრულდება", აცხადებენ კანცლერის ოფისში.

ისრაელსა და ღაზას შორის სარაკეტო იერიში გრძელდება. როგორც ღაზაში აცხადებენ, "გუშინდელი დღე ყველაზე სისხლიანი იყო". ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმებს გუშინ 42 პირი, მათ შორს, 16 ქალი და 10 ბავშვი ემსხვერპლა. მისივე ცნობით, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 197 ადამიანი, მათ შორის 58 ბავშვი და 34 ქალი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 10 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.

ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე ავიაიერიშები განაახლა – დაბომბა დაახლოებით 80–მდე სამიზნე, რასაც “ჰამასმა” ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებით უპასუხა. როგორც ისრაელი აცხადებს, დღეს დილიდან მისი მიმართულებით 60 რაკეტა ისროლეს.

ისრაელის ცნობით, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ–ჯერობით – უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში წარმომადგენელი გაგზავნა. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე.

ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S