Accentnews.ge
IDF: "ჩავშალეთ "ჰამასის" მცდელობა, ისრაელზე შეტევა ზღვიდანაც განეხორციელებინა" (ვიდეო)

IDF: "ჩავშალეთ "ჰამასის" მცდელობა, ისრაელზე შეტევა ზღვიდანაც განეხორციელებინა" (ვიდეო)

17/05/2021 13:28:37 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩაშალეს "ჰამასის" მცდელობა, ისრაელზე შეტევა ზღვიდანაც განეხორციელებინა.

"ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში საეჭვო მოქმედება დააფიქსირეს. კერძოდ, "ჰამასმა" ხომალდი ნაპირზე გადაიყვანა და სავარაუდოდ, ისრაელის წინააღმდეგ შეტევის განსახორციელებლად მიდიოდნენ. IDF- ის საზღვაო ხომალდმა და IAF- ის (ისრაელის საჰაერო ძალები) თვითმფრინავმა საფრთხის გაუვნებელყოფა შეძლეს", – აცხადებს IDF და ხომალდზე შეტევის ვიდეოს აქვეყნებს:

ისრაელსა და ღაზას შორის სარაკეტო იერიში გრძელდება. როგორც ღაზაში აცხადებენ, "გუშინდელი დღე ყველაზე სისხლიანი იყო". ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმებს გუშინ 42 პირი, მათ შორს, 16 ქალი და 10 ბავშვი ემსხვერპლა. მისივე ცნობით, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 197 ადამიანი, მათ შორის 58 ბავშვი და 34 ქალი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 10 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.

ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე ავიაიერიშები განაახლა – დაბომბა დაახლოებით 80–მდე სამიზნე, რასაც “ჰამასმა” ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებით უპასუხა. როგორც ისრაელი აცხადებს, დღეს დილიდან მისი მიმართულებით 60 რაკეტა ისროლეს.

ისრაელის ცნობით, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ–ჯერობით – უშედეგოდ.

ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S