ქედაში ზაზა ხალვაშის სახელობის სივრცე კინოჩვენებებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისთვის მოეწყობა
17/05/2021 11:46:01 საზოგადოება, რეკლამა
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ქედაში მოეწყობა ზაზა ხალვაშის სახელობის სივრცე კინოჩვენებების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისთვის.
დღეს, ფრიდონ ხალვაშს 96 წელი, ხოლო ზაზა ხალვაშს 64 წელი შეუსრულდებოდა. აჭარის მთავრობის წევრებმა ფრიდონ ხალვაშის საფლავი ყვავილებით შეამკეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ ხალვაშის სახლ- მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუზეუმში მოეწყობა ზაზა ხალვაშის სახელობის სივრცე კინოჩვენებისთვის და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისთვის.


