Accentnews.ge
აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 145.4%-ით გაიზარდა

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 145.4%-ით გაიზარდა

17/05/2021 11:28:22 ეკონომიკა

2021 წლის აპრილში საქართველოში 194.1 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც 145.4%-ით მეტია 2020 წლის აპრილთან შედარებით.

2021 წლის მარტთან შედარებით გზავნილების მოცულობა დაახლოებით 3%-ით, 5.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა აპრილში.

81.33 მლნ აშშ დოლარით ევროკავშირის ქვეყნებს მთლიან გზავნილებში თითქმის 42% უკავით. აპრილში ყველაზე დიდი ოდენობის თანხა 33.35 მლნ აშშ დოლარი რუსეთიდან შემოვდა, ზრდა წინა წლის აპრილთან შედარებით 154%-ს აჭარბებს. ევროკავშირის ქვეყნებიდან კვლავ იტალია იკავებს პირველ ადგილს 31.73 მლნ აშშ დოლარით, შემდეგ 21.75 მლნ აშშ დოლარით საბერძნეთი მოდის.

2021 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.8 მლნ აშშ დოლარი (88.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის აპრილის (10 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 157.6%-ით მეტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S