Accentnews.ge
თურქეთი მედიასაშუალებებს, რომელთა ოფისებიც ისრაელის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა, ღაზაში თურქული მედიის შენობაში განთავსებას სთავაზობს

თურქეთი მედიასაშუალებებს, რომელთა ოფისებიც ისრაელის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა, ღაზაში თურქული მედიის შენობაში განთავსებას სთავაზობს

17/05/2021 11:14:16 მსოფლიო

თურქეთი მედიასაშუალებებს, რომელთა ოფისებიც ისრაელის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა, ღაზაში თურქული მედიის შენობაში განთავსებას სთავაზობს. შესაბამის განცხადებას თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "Andalou".

”მას შემდეგ, რაც კონფლიქტი მკვეთრად გამწვავდა, ვიხილეთ, რომ თავდასხმის სამიზნე გახდნენ ჟურნალისტები, რომლებიც ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობებს. თავდასხმის მიზანია, დაბლოკონ სიტუაციის გაშუქება ადგილზე", – აცხადებს "Andalou"–ს გენერალური მმართველი სერდან კარაგოზი.

ცნობისთვის: 15 მაისს ისრაელმა ღაზას სექტორში დაბომბა კორპუსი, რომელშიც რამდენიმე მედიასაშუალების ოფისი იყო განთავსებული. სანამ საჰაერო დარტყმას მიიტანდნენ, ისრაელის ძალებმა კორპუსში მყოფები 30 წუთით ადრე გააფრთხილეს, დაეტოვებინათ ნაგებობა. აფეთქების შედეგად შენობა მთლიანად დაინგრა. ტელეკომპანია Al-Jazeera-სა და გამოცემა Associated Press-ის თანახმად, აწ უკვე დანგრეულ კორპუსში მათი ოფისებიც იყო განთავსებული. მოგვიანებით, ისრაელის არმიამ თქვა, რომ შენობაში განთავსებული იყო “ჰამასის” სამხედრო აქტივები. BBC-სთან საუბრისას შენობის მფლობელმა ეს ინფორმაცია უარყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S