"ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს და დაღმავალ ფერდზე გავდივართ"
17/05/2021 10:12:47 საზოგადოება
"ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს და დაღმავალ ფერდზე გავდივართ", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"როგორც ჩვენი მონაცემებით, ისე ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზირებით, ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს და გარკვეულად, დაღმავალ ფერდზე გავდივართ. ამას მიუთითებს ბოლო 7 დღის განმავლობაში კლების ტენდენცია, პირველ რიგში, როგორც ინფიცირების მაჩვენებლის, ისე დადებითობის მაჩვენებლის", – განაცხადა გამყრელიძემ.


