Accentnews.ge
რატომ იკავებს თავს სახელმწიფო ვაქცინირებული პირების წახალისებისგან ამ ეტაპზე

რატომ იკავებს თავს სახელმწიფო ვაქცინირებული პირების წახალისებისგან ამ ეტაპზე

17/05/2021 10:02:12 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ იკავებს თავს სახელმწიფო ვაქცინირებული პირების წახალისებისგან ამ ეტაპზე.

მისი თქმით, მასობრივ ვაქცინაციამდე აცრილებისთვის ბენეფიტები დისკრიმინაციული იქნება.

"დღეს მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მიწოდება შედარებით ჩამორჩება მოთხოვნას. ის, რომ აცრილ ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს მეტი თავისუფლება აუცრელთან შედარებით, ეს საკითხი ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა და შესაძლებელია, ჩვენთანაც ვიფიქროთ ამ მოდელებზე. თუმცა, ჯერ–ჯერობით მაინც ვფიქრობთ, რომ აცრილების გარკვეული რაოდენობა უნდა შეგროვდეს ქვეყანაში, რომ ვისაუბროთ ბენეფიტებზე აცრილი პირებისთვის, რადგან ამას არ ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი. დღეს მოთხოვნა აღემატება გარკვეულწილად მიწოდებას და ვიდრე არ დაიწყება მასიური ვაქცინაციის კამპანია, მანამდე ამ ტიპის ბენეფიტების დაწესებას შესაძლოა გარკვეულწილად ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი", – აცხადებს გაბუნია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S