"ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ორივე დოზით ვაქცინირებულთა რაოდენობამ 80 000-ს გადააჭარბა"
17/05/2021 09:44:00 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ორივე დოზით ვაქცინირებულთა რაოდენობამ 80 000-ს გადააჭარბა.
"ამჟამად ვაქცინაცია მიმდინარეობს "სინოფარმით" და "ასტრაზენეკას" ვაქცინით. "სინოფარმის" ვაქცინაზე ახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა არის მხოლოდ სტრატეგიული ჯგუფებისთვის, რომლებიც ორგანიზებულად იცრებიან შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში. ეს გახლავთ პოლიცია, პენიტენციური სისტემა, თავდაცვა, ასევე, დაიწყო პრიორიტეტული ვაქცინაცია მედიის წარმომადგენლებისთვის და ამ დღეებში დაიწყება ტურიზმის სექტორისთვის", – განაცხადა გაბუნიამ.


