Accentnews.ge
ქვები, თოხი, ბარი  - დმანისში დაპირისპირება გრძელდება

ქვები, თოხი, ბარი - დმანისში დაპირისპირება გრძელდება

17/05/2021 08:03:34 რეგიონები

დმანისში დაძაბული ვითარებაა. მოქალაქეებს, რომლებიც გუშინ მომხდარი ინციდენის შემდეგ შეიკრიბნენ, თუმცა ადგილზე მივიდნენ სვანეთიდან დმანისში ჩასახლებული ეკომიგრანტები და ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მათი დაშოშმინება სამართალდამცველებმა შეძლეს და შუაში ჩადგნენ, თუმცა ვითარება პერიოდულად იძაბება. ჯგუფები ქალაქის მასშტაბით იშლებიან და ერთმანეთს უპირისპირდებიან. მოქალაქეები იყენებენ საყოფაცხოვრებო ნივთებს და ქვებს.

ამასთან, აგრესიაა მედიის წარმომადგენლების მიმართაც. სწორედ მათ ადანაშაულებენ ვითარების ესკალაციაში.

დმანისის მერმა დღეს დილას განაცხადა, რომ დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა და ამ თემის გადატანა ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არასწორი იქნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს დმანისში დაპირისპირებულ მხარეებს, "დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას".

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაპირისპირების განმეორების პრევენციისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, უწყების თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“, – აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის: მედიასა და სოციალურ ქსელში 16 მაისს გავრცელდა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები, რომელიც დმანისში ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის ერთმანეთთან ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S