Accentnews.ge
"არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში"

"არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში"

17/05/2021 07:27:25 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, მოლაპარაკებები ​მიმდინარეობს "ფაიზერის", ​"სინოფარმის", "სინოვაკის", "მოდერნასა" და "ნოვავაქსის" ვაქცინების ქვეყანაში შემოტანაზე.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, "არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში".

"ვაქცინების თაობაზე საკმაოდ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ მიღება ვაქცინების, მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში დეტალური ინფორმაციით წარვდგებით საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად, საუბარია ფაიზერის დამატებით ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნისი-ივლისის თვეში დაახლოებით. ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ჩართული ვიყავი, ფაიზერის პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური სინოფარმის და სინოვაკის ქარხნებთან უშუალოდ დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით, ასევე მოდერნასთან და ნოვავაქსის ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ასე რომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვაქვს ხელმოწერილი ხელშეკრულებები და უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ. არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში ქვეყანაში ​კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით 738 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 89 260 ადამიანია აცრილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S