Accentnews.ge
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 8823 აივ ინფიცირებულია რეგისტრირებული

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 8823 აივ ინფიცირებულია რეგისტრირებული

16/05/2021 12:21:16 საზოგადოება

2021 წლის 16 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8823 აივ ინფიცირებული პირი, 6587 – მამაკაცი, 2236 – ქალი. ცენტრის მონაცემებით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.

მათივე განმარტებით, შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა, 1834 კი გარდაიცვალა.

„16 მაისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5517 (4897 + 620 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 44 (35 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.7 % (3153) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.6 % (4378) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.4 % (1091) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (112) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია; 0.5 % (48) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3305 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1197; შემდეგ იმერეთში 1058; აჭარაში 1006; აფხაზეთში (532); კახეთში (443) ქვემო ქართლში (499); შიდა ქართლში (327); გურიაში (187); სამცხე-ჯავახეთში (121) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672, 2019 – 668; 2020 წელს – 530;

2021 წლის 16 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია – 191 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 187 ახალი შემთხვევა.

2021 წელს გარდაიცვალა 41 აივ ინფიცირებული. 2020 წ - 157, 2019წ - 116, 2018 წ. - 135, 2017 წ. - 127, 2016 წ. - 168, 2015 წ. - 94, 2014 წ. - 84 პირი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 119 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ვაჟი, 47 - გოგონა. 30 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან“,-აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S