Accentnews.ge
Reuters - ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა

Reuters - ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა

16/05/2021 07:17:12 მსოფლიო

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორში „ჰამასის“ ლიდერის იეჰია სინვარისა და მისი ძმის სახლები დაბომბა. რის შედეგადაც სულ მცირე 4 პალესტინელი დაიღუპა.

ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულის შესახებაც.

პარალელურად კი, რადიკალურმა დაჯგუფებამ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

ისრაელის მედიის ცნობით, ავიაიერიშის დროს 10-მდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც თავშესაფარში გადასვლას ცდილობდნენ.

გასულ ღამეს ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა, სადაც Associated Press-ის და Al Jazeera-ს ოფისები მდებარეობდა. შენობაში თავდასხმამდე ევაკუაცია განხორციელდა.

Reurers-ის ინფორმაციით, კონფლიქტის მე-7 დღეს, სულ ღაზაში 149 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგანაც 41 ბავშვია. ისრაელში კი დაპირისპირებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S