Accentnews.ge
ავსტრიის მთავრობის ოფისზე ისრაელის დროშის აღმართვის გამო ირანმა ვენაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

ავსტრიის მთავრობის ოფისზე ისრაელის დროშის აღმართვის გამო ირანმა ვენაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

15/05/2021 18:14:47 მსოფლიო

ავსტრიის მთავრობის ოფისზე ისრაელის დროშის აღმართვის გამო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა ვენაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

შესაბამისი ინფრომაცია ავსტრიის საგარეო უწყებამ გაავრცელა.

"ვწუხვართ ვიზიტის გაუქმების გამო. თუმცა აღვნიშნავთ, რომ მაშინ როცა ჰამასმა 2000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით, რომელთა სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ჩვენ ვერ გავჩუმდებით" - აცახადებენ დიპლომატიურ უწყებაში. მანამდე ქვეყნის კანცლერმა სებასტიან კურცმა აღნიშნა, რომ დროშა ისრაელის სოლიდარობის ნიშნად აღმართეს.

ცნობისთვის: 9 მაისის შემდეგ ისრაელსა და ღაზას შორის თითქმის უწყვეტი იერიშის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება.

კერძოდ, ხსენებული პერიოდიდან დღემდე ისრაელის თქმით, დაღუპულია 9 პირი, მათ შორის ერთი ბავშვია. პალესტინელი მედიკოსების ცნობით, მსხვერპლთა რაოდენობა ღაზაში 133–ს აღწევს, მათ შორის 32 ბავშვია. როგორც პალესტინელი ექიმები აცხადებენ, ისრაელის მიერ ღაზას მიმართულებით წუხანდელ სარაკეტო იერიშს ერთი ოჯახის 10 წევრი, მათ შორის მცირეწლოვანები ემსხვერპლნენ.

ამასთან, დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს, სულ მცირე, 10 პალესტინელი ემსხვერპლა. პარალელურად ისრაელის რიგ ქალაქებში გრძელდება შეტაკებები ებრაელებსა და არაბებს შორის. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება ქალაქ ლოდშია, სადაც მოსახლეობის 30% არაბია. ისრაელის ცნობით, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ–ჯერობით – უშედეგოდ. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა".

„მე განვაცხადე, რომ „ჰამასს“ ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა. ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა. მედიაში გავრცელებული ცნობით, ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრასაც გეგმავს. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S