Accentnews.ge
აშშ:"უკვე ვესაუბრეთ ისრაელს და ვუთხარით, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა უპირველესი პასუხისმგებლობაა"

აშშ:"უკვე ვესაუბრეთ ისრაელს და ვუთხარით, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა უპირველესი პასუხისმგებლობაა"

15/05/2021 17:13:24 მსოფლიო

აშშ-ის განცხადებით, მას შემდეგ რაც ღაზაში გაანადგურეს შენობა, სადაც საერთაშორისო მედიასაშუალებების ოფისები იყო განთავსებული, ვაშინგტონს ისრაელთან კომუნიკაცია ჰქონდა.

"პირდპირი კომუნიკაცია გვქონდა ისრაელის მხარესთან და განვუცხადეთ, რომ ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი მედიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უპირველესი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

ცნობისთვის, ისრაელმა დღეს ღაზას სექტორში დაბომბა კორპუსი, რომელშიც რამდენიმე მედიასაშუალების ოფისი იყო განთავსებული. სანამ საჰაერო დარტყმას მიიტანდნენ, ისრაელის ძალებმა კორპუსში მყოფები 30 წუთით ადრე გააფრთხილეს, დაეტოვებინათ ნაგებობა. აფეთქების შედეგად შენობა მთლიანად დაინგრა. ტელეკომპანია Al-Jazeera-სა და გამოცემა Associated Press-ის თანახმად, აწ უკვე დანგრეულ კორპუსში მათი ოფისებიც იყო განთავსებული. მოგვიანებით, ისრაელის არმიამ თქვა, რომ შენობაში განთავსებული იყო “ჰამასის” სამხედრო აქტივები. BBC-სთან საუბრისას შენობის მფლობელმა ეს ინფორმაცია უარყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S