Accentnews.ge
ამინდის 15-17 მაისის პროგნოზი

ამინდის 15-17 მაისის პროგნოზი

15/05/2021 08:07:03 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-17 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი.

„მოსალოდნელი იქნება ჰაერის ტემპერატურის მომატება +30, +35 გრადუსამდე. სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით დაიკლებს.

ამასთან, 15-17 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+25, +30 გრადუსი), ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S