თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
15/05/2021 07:14:28 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 576 შემთხვევა გამოვლინდა, 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 პირი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 576 შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 868 შემთხვევა;
- იმერეთში – 162;
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 130,
- აჭარაში – 92
- ქვემო ქართლში – 71,
- შიდა ქართლში – 51,
- გურიაში – 35,
- კახეთში – 77,
- მცხეთა-მთიანეთში – 54,
- სამცხე-ჯავახეთში – 15,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21
ქვეყანაში ჩატარდა 44 278 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 539, „პისიარ“ ტესტით – 15 739.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 3,56%, ბოლო 14 დღის – 5,11%, ბოლო 7 დღის –4,05%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 037, საიდანაც: 4 258 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 367, აჭარაში – 469, იმერეთში – 528. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 441, აჭარაში – 92, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 4, იმერეთში – 13. 729 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 365 – თბილისში, 332- აჭარაში. 12 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 60 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 58, ხოლო აჭარაში – ერთი.
სულ 6 ოქტომბრიდან – 14 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 657 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 274 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 711 პირი, აჭარაში – 1 732, იმერეთში – 1 401.
სულ აცრილია 85 286 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 329 407 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 307 918 პირი გამოჯანმრთელდა, 4 426 პაციენტი გარდაიცვალა.


