გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 1756 შემთხვევა, 29 პაციენტი გარდაიცვალა
15/05/2021 07:00:01 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 1756 შემთხვევა, 29 პაციენტი გარდაიცვალა , გამოჯანმრთელდა 584 პირი.
ქვეყანაში ჩატარდა 44 278 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 539, „პისიარ“ ტესტით – 15 739.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 3,56%, ბოლო 14 დღის – 5,11%, ბოლო 7 დღის –4,05%.
საქართველოში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 868 შემთხვევა, აჭარა – 92, იმერეთი – 162, ქვემო ქართლი – 71, შიდა ქართლი – 51, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 130, კახეთი – 77, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 037, საიდანაც: 4 258 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 367, აჭარაში – 469, იმერეთში – 528. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 441, აჭარაში – 92, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 4, იმერეთში – 13. 729 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 365 – თბილისში, 332- აჭარაში. 12 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 60 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 58, ხოლო აჭარაში – ერთი.
სულ 6 ოქტომბრიდან – 14 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 657 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 274 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 711 პირი, აჭარაში – 1 732, იმერეთში – 1 401.
სულ აცრილია 85 286 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 329 407 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 307 918 პირი გამოჯანმრთელდა, 4 426 პაციენტი გარდაიცვალა.


