Accentnews.ge
"პანდემიის მეორე წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება. მოვუწოდებ მდიდარ ქვეყნებს ბავშვების აცრის ნაცვლად, ვაქცინის დოზები "კოვაქსს" გადასცენ"

"პანდემიის მეორე წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება. მოვუწოდებ მდიდარ ქვეყნებს ბავშვების აცრის ნაცვლად, ვაქცინის დოზები "კოვაქსს" გადასცენ"

14/05/2021 18:45:19 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ პანდემიის მეორე წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს პირველ წელიწადს იყო.

მან მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, ბავშვთა ვაქცინაციის საკითხს გადახედონ და კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების დოზები ღარიბი ქვეყნებისთვის დათმონ.

"მოვუწოდებ მდიდარ ქვეყნებს ბავშვების აცრის ნაცვლად, ვაქცინის დოზები "კოვაქსს" მიაწოდონ", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ კანადაში 12 და 15 წლამდე მოზარდების "ფაიზერის" ვაქცინით აცრის პროცესი უკვე მიმდინარეობს. ხსენებული ასაკობრივი ჯგუფისთვის აცრების დაწყება აშშ–მაც დააანონსა.

რაც შეეხება დაავადების გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებას მსოფლიოში, ამ დროისთვის ყველაზე რთული ეპიდვითარება ინდოეთშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S