Accentnews.ge
ისრაელის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართული შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ–ჯერობით – უშედეგოდ

ისრაელის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართული შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ–ჯერობით – უშედეგოდ

14/05/2021 14:45:12 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაფუს მრჩევლის მარკ რეგევის თქმით, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ–ჯერობით – უშედეგოდ.

"ჰამასმა" დაიწყო კონფლიქტი და ისრაელმა მას ეს ფასად უნდა დაუჯინოს. ჩვენ არ გვინდოდა ეს კონფლიქტი, მაგრამ ახლა, როდესაც ის დაიწყო, ის უნდა დასრულდეს და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ისრაელის მიერ "ჰამასის" დამარცხებით", – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

რიგი გამოცემები წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევაში ეგვიპტე აქტიურად არის ჩართული.

მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა".

„მე განვაცხადე, რომ „ჰამასს“ ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა. ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

ცნობისთვის: ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში 9 მაისიდან არ წყდება. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, გუშინ ღაზაში საჰაეროსთან ერთად სახმელეთო ოპერაციაც დაიწყეს. კერძოდ, ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S