Accentnews.ge
მერკელი გერმანიაში სინაგოგებზე თავდასხმებს გმობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ანტისემიტურ გამოსვლებს არ შეიწყნარებს

მერკელი გერმანიაში სინაგოგებზე თავდასხმებს გმობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ანტისემიტურ გამოსვლებს არ შეიწყნარებს

14/05/2021 12:43:33 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაგმო ქვეყანაში არსებულ სინაგოგებსა და სხვა ებრაულ კულტურულ ინსტიტუტებზე თავდასხმები, რომელიც ისრაელ–ღაზას შორის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ განხორციელდა.

"ვინც თავს ესხმის სინაგოგას ან შეურაცხყოფს ებრაულ სიმბოლოებს, ეს არის აგრესია და სიძულვილი რელიგიისა და ხალხის მიმართ. ხელისუფლება ანტისემიტურ გამოსვლებს არ შეიწყნარებს", –აცხადებენ კანცლერის ოფისში.

აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გერმანიის რიგ ქალაქებში სინაგოგებთან საპროტესტო აქციები გამართეს, მორწმუნეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს და ისრაელის დროშები დაწვეს.

ცნობისთვის: ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში არ წყდება. ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ქვეყნის 9 მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის იერიშებს 119 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 27 ბავშვია.

13 მაისიდან ამ დრომდე ისრაელსა და ღაზას შორის თითქმის განუწყვეტელი იერიშია. მხარეებს შორის ინტენსიური საჰაერო დაბომბვები 9 მაისიდან მიმდინარეობს, თუმცა გუშინდელი დღიდან ისრაელმა ღაზას მიმართულებით საარტილერიო ცეცხლიც გახსნა. მედიაში გავრცელებული ცნობით, ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრასაც გეგმავს. პარალელურად ისრაელის რიგ ქალაქებში ებრაელები და არაბები ერთმანეთს უპირისპირდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S