Accentnews.ge
"ისრაელ–პალესტინის კონფლიქტი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებზე"

"ისრაელ–პალესტინის კონფლიქტი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებზე"

14/05/2021 12:23:00 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ისრაელ–პალესტინის კონფლიქტი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს კრემლის ინტერესებზე.

"მსურს, მოვისმინო თქვენი აზრი იმის შესახებ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების თაობაზე. ვგულისხმობ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს. ეს ხდება ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს და პირდაპირ მოქმედებს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებზე", – განაცხადა პუტინმა ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მოსკოვი "უკანონოდ მიიჩნევს ისრაელის მცდელობებს, წმინდა ქალაქ იერუსალიმის გეოგრაფიული, დემოგრაფიული და ისტორიული ხასიათი შეცვალოს".

"მოსკოვი მომხრეა, ისრაელმა იერუსალიმის სტატუსის შეცვლის მცდელობებზე უარი თქვას და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახლების საქმიანობა", - განუცხადა РИА Новости-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა 12 მაისს.

"ამასთან დაკავშირებით უკანონოდ და იურიდიული ძალის არმქონედ მივიჩნევთ ისრაელის მცდელობებს, წმინდა ქალაქ იერუსალიმის გეოგრაფიული, დემოგრაფიული და ისტორიული ხასიათი შეცვალოს", — განაცხადა სააგენტოს რესპონდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი “ადასტურებს პალესტინა-ისრაელის დარეგულირების იმ საერთაშორისო-სამართლებრივი ბაზის მხარდაჭერას, რომელიც სრულად პასუხობს ერთის მხრივ, პალესტინელი ხალხის სწრაფვას საკუთარი სახელმწიფოსკენ, ხოლო მეორეს მხრივ - უსაფრთხოების სფეროში ისრაელის მოთხოვნებსაც".

ცნობისთვის: ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში არ წყდება. ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ქვეყნის 9 მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის იერიშებს 119 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 27 ბავშვია.

13 მაისიდან ამ დრომდე ისრაელსა და ღაზას შორის თითქმის განუწყვეტელი იერიშია. მხარეებს შორის ინტენსიური საჰაერო დაბომბვები 9 მაისიდან მიმდინარეობს, თუმცა გუშინდელი დღიდან ისრაელმა ღაზას მიმართულებით საარტილერიო ცეცხლიც გახსნა. მედიაში გავრცელებული ცნობით, ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრასაც გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S